ფეხბურთი

12:41 | 8.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კორინთიანსმა" დაადასტურა: ბალბუენა "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გახდება

პარაგვაის ეროვნული ნაკრების მცველი ფაბიან ბალბუენა კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სამხრეთამერიკელების ცნობით, ინგლისელები პარაგვაელის გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

ბალბუენა "კორინთიანსში" "ლიბერტადიდან" 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ ფაბიანმა 80 მატჩი ჩაატარა და რვა გოლის გატანა მოახერხა.

0.112093