ფეხბურთი

22:25 | 7.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ჰალილოვიჩი გაიფორმა

ხორვატი შემტევი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. როგორც "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. ალენი ბოლოს "ჰამბურგში" თამაშობდა და იტალიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ალენი "ბარსელონამ" 2014 წელს ზაგრების "დინამოდან" დაიმატა. ხორვატი პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა "ბლაუგრანას" ძირითად გუნდში ადგილი ვერ მოიპოვა და სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა.

ორი წლის შემდეგ ესპანელებმა ჰალილოვიჩი "ჰამბურგში" გაყიდეს. ხორვატი იჯარის წესით "ხიხონსა" და "ლას პალმასში" თამაშობდა. გასულ სეზონში ალენს სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა და "ლას პალმასის" რიგებში 20 მატჩში თავი 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112755