ჩოგბურთი

13:25 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა დამარცხდა

ქართველმა ჩოგბრურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ უიმბლდონის წყვილთა თანრიგის პირველ წრეში წააგო. ოქსანას მეწყვილე მაკოტო ნინომია იყო. ქართულ-იაპონური დუეტი როდიონოვა-ზანევსკას წყვილთან 4:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. ქართულ-იაპონურ წყვილს არც ერთ სეტში არანაირი შანსი არ ჰქონია.

მარცხის მიუხედავად კალაშნიკოვა უიმბლდონში რჩება და ძალებს შერეულ წყვილებში გამოცდის. კალაშნიკოვას პარტნიორი ნიკოლას მონრო იქნება, ისინი სკუპსიკს და სმიტს დაუპირისპირდებიან.

0.112472