თამაშგარე

11:59 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალზე რუსული ოღრაშობანი გრძელდება!

მსოფლიოს ბულვარულ მედიას რა უნდა აინტერესებდეს რუსეთში მიმდინარე მუნდიალის მიმდინარეობისას? სწორად მიხვდით - რუსი ასულების ბობოქრობანი! რუსეთში ჩასვლისგან თავი მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფეხბურთის ბევრმა ჭეშმარიტმა ქომაგმა შეიკავა, თორემ სხვადასხვა ქვეყნის ბულვარული მედია შეიძლება ითქვას, რომ სრულადაა წარმოდგენილი.

პაპარაცები და “ყვითელი მოკალმეები“ როგორც იტყვიან “მგლის ალღოთი“ ეძებენ საკბილო ამბებს და დიდი რუსეთიც ამ კუთხით მათ ნამდვილად არ უცრუებთ იმედს. ტრიბუნებზე, ქუჩებში, რესტორან-კაფეებში, სასტუმროებში თუ სპორტულ ბაზებზე ჯგუფ-ჯგუფად შეხვდებით რუს ლამაზმანებს, რომლებიც თავპატიჟდაუდებლად სთავაზობენ საკუთარ თავს უცხოელ ფანებს და მათ მომსახურებაში, საწოლზე განივად კოტრიალის გარდა, ყელის მოღერება, რუსეთის ჰიმნის სიმღერა და ბალალაიკაზე დაკვრაც შედის.

როგორც უკვე გაუწყეთ, ვერ გასჭრა რუსი მორალისტების შეგონებებმა და დღეს მთელი რუსეთი მსოფლიოს ამძუვნებულ მამრთა სათარეშო ასპარეზადაა ქცეული (პრინციპში ადრეც ასე იყო) და ასეთ დროს აბა ჩერჩესოვის ბიცოლას გამომცხვარი ხაბიზგინები და აკინფეევის ნახტომები ვის გაახსენდება?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167174