ფეხბურთი

21:25 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბელგიასთან ითამაშებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიასთან მეოთხედფინალურ მატჩში მარცხენა ფლანგზე ფილიპე ლუისის ნაცვლად კვლავ მარსელო ითამაშებს. მადრიდის "რეალის" მოთამაშემ სერბეთთან შეხვედრაში მეათე წუთზე ზურგის დაზიანება მიიღო და როგორც ბალკანელებთან, ასევე მექსიკასთან "ატლეტიკოს" მცველმა იასპარეზა.

"მარსელოსაც და ლუისსაც ვესაუბრე. მარსელომ დაზიანების გამო ვერ ითამაშა, რადგან ფორმაში არ იყო, ლუისი ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ახლა კვლავ მარსელოს ვარიანტს დავუბრუნდებით" - განაცხადა ტიტემ.

ბრაზილიის და ბელგიის მეოთხედფინალური შეხვედრა 6 ივლისს, 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121436