ფეხბურთი

18:05 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sportmediaset: რონალდუს "იუვენტუსი" 7 ივლისს წარადგენს

ტურინის “იუვენტუსი” კრიშტიანუ რონალდუს შაბათს, 7 ივლისს წარადგენს. Sportmediaset-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და იტალიური გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი და გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა კერძო თვიმთმფრინავით მადრიდში გაფრინდნენ.

დღეს, პარატიჩი და მაროტა პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შეხვდნენ, რომლებმაც შვებულება შეწყვიტეს. აღნიშნული შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს, რის შემდგომ პარატიჩი და მაროტა მადრიდის გზად დაადგნენ.

წყაროს ინფორმაციით, კრიშტიანუ ტურინში 7 ივლისს ჩავა და ამავე დღეს, “ალიანც სთედიუმზე” ოფიციალურად წარადგენენ.

შეთანხმების საფუძველზე რონალდუ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო “რეალს” ტრანსფერიდან 100 მილიონი ევრო ერგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11149