თამაშგარე

10:30 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეგი ვესისი: “არა გახდას!“

მსოფლიოში ბევრი ქალი სპორტსმენი არსებობს, რომლებიც მკვეთრად ემიჯნებიან ქალი სპორტსმენების მოდელებად ქცევას და პოზიორობას. მათ შორის ერთ-ერთია, ამერიკელი მძლეოსანი, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი, მეგი ვესესი, რომელიც ფემინისტი სპორტსმენი გახლავთ.

მეგი ვესესი ხშირად ამბობს, რომ ქალების გარეგნობისა და იმიჯის საღლაბუცოდ გამოყენება მისი სქესისათვის შეურაცხმყოფელია და სპორტსმენი პირველყოვლისა საკუთარი სპორტული შედეგებით უნდა გახდეს წარმატებული და არა მკვეთრად განათებულ ფოტოსტუდიებში დადგმული ფოტოკამერების წინ მამაპაპურად წამოპლაკვითო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოროტი ენები ამბობენ, მეგი ვესესი ქალი სპორტსმენების პოზიორობას იმიტომ ებრძვის, რომ თავად დიდი ვერაფერი გარეგნობის პატრონია და გულში ეს დარდი ხანჯლად გაუტარებიაო. ვესესაანთ მეგი კი ირწმუნება, იმ არგასახარებელი ფოტოსტუდიებიდან მეც ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უწინამც დღენი დამელიოს, საწმერთულს ხელი თუ ჩავაყოლოო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149159