ფეხბურთი

1:00 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" სენეგალელი ნახევარმცველი დაიმატა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” გაძლიერებას განაგრძობს. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მომდევნო 1 წლის განმავლობაში “ტორპედოს” ღირსებას არფანგ დაფე დაიცავს.

სენეგალელი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ირანში, “პაიკანის” რიგებში გამოდიოდა (14 მატჩი, 1 გოლი).

დაფესთვის საქართველო ნაცნობი ადგილია, რადგან 2017 წელს ფოთის “კოლხეთში” თამაშობდა და 22 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა.

27 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ასევე უთამაშია “დიამბარსში” და მადრიდის “ატლეტიკოს” მეორე გუნდში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109674