ფეხბურთი

23:49 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: "მუნდიალზე იტალიის ნაკრებზე ძლიერი მხოლოდ ბრაზილიაა"

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ საუბრობს და აღნიშნა, რომ იტალიას შეეძლო მუნდიალზე ყოფილიყო.

მანჩინის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურაზე” ძლიერი მხოლოდ ერთი გუნდი დაინახა – ბრაზილია.

“იტალიის გარეშე მუნდიალის ყურება ნამდვილი იმედგაცრუებაა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. როდესაც ხალხი ქუჩაში მხვდება, მეუბნებიან, რომ შეიძლებოდა რუსეთში იტალიაც ყოფილიყო და ვეთანხმები. გამანადგურებელია ის ფაქტი, რომ კვალიფიცირება ვერ მოვახერხეთ, რადგან ერთადერთი ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთაგან იტალიას აღემატება, ბრაზილიაა.

ახლა უნდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავა და იქ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 2022 წლის მუნდიალზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ. 4 ფეხბურთელი, რომლებისგანაც ბევრს ველოდები? –არ ვიცი, თუმცა, კიეზას, პელეგრინის, კალდარასა და დონარუმა-მერეტისგან ერთ-ერთის დასახელება შემიძლია. დე როსი? - მისთვის იტალიის ნაკრების კარი ღიაა, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელისთვის.

რონალდუ “იუვენტუსში”? – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება საერთოდ იტალიური ფეხბურთისთვის. რა თქმა უნდა, 15 წლით უკან ვერ დაგვაბრუნებს, მაგრამ პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენი ჩემპიონატის თავიდან დაბადებისთვის”, - განაცხადა მანჩინიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113245