ფეხბურთი

23:25 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ნიჭიერი იტალიელი მეკარე გაიფორმა

იტალიურმა “ნაპოლიმ” ნიჭიერი იტალიელი მეკარე ალექს მერეტი გაიფორმა. ტრანსფერი ჯერჯერობით კლუბს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ Corriere Dello Sport-ის ცნობით, 21 წლის კიპერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს საათებში ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.

მერეტის აწ უკვე ყოფილმა კლუბმა “უდინეზემ” 22 მილიონი ევრო მიიღო. თუმცა, “ნაპოლიმ” ფრიულელთა საბანკო ანგარიშზე 25 მილიონი გადარიცხა, რადგან ხვალ ამ გუნდის კიდევ ერთი მეკარე ორესტის კარნეზისი გაივლის სამედიცინო შემოწმებას და 3 მილიონიც ბერძენი კარის დარაჯის საფასურია.

რაც შეეხება მერეტს – კარლო ანჩელოტი მას ძირითად მეკარედ მოიაზრებს და იტალიელმა “მილანში” გადაბარგებული პეპე რეინა უნდა შეცვალოს.

ალექს მერეტმა გასული სეზონი იჯარით “სპალში” გაატარა, რომლის ღირსება მხოლოდ 13 შეხვედრაში დაიცვა, რადგან სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11165