ფეხბურთი

17:28 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი 1/4 ფინალში კეინის, ალისა და ვარდის გარეშე?

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდის. Sky Sports-ის ინფორმაციით, კოლუმბიასთან შეხვედრაში სხვა და სხვა სახის დაზიანებები ჰარი კეინმა, დელე ალიმ და ჯეიმი ვარდიმ მიიღეს.

ამ უკანასკნელს ინგლისელთა ბოლო, მეხუთე პენალტიც უნდა დაერტყა, მაგრამ ტრავმის გამო ბურთთან მისვლა ერიკ დაიერს მოუწია, რომელმაც გოლი გაიტანა და ალბიონელები მეოთხედფინალში 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ზემოხსენებული ფეხბურთელების ტრავმა. კეინი და ალი ინგლისის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები არიან და გარეთ საუთგეიტისთვის დიდი დანაკლისი იქნება. ინგლისი მეოთხედფინალში 7 ივლისს, შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.113265