ფეხბურთი

16:58 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პავარს რიგი დაუდგა

საფრანგეთის ნაკრებისა და “შტუტგარტის” მცველ ბენჟამინ პავარს ევროპული გუნდების რიგი დაუდგა. L’Equipe-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელს თავისთან მიუნხენის “ბაიერნი”, “დორტმუნდი” და “ლაიფციგი” იწვევენ.

გარდა ამისა, ლონდონის “ტოტენჰემი”, “არსენალი” და “ნაპოლიც” არიან დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთლის ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

პავარი ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც მერვედფინალში არგენტინას ულამაზესი გოლი გაუტანა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 34 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116104