ფეხბურთი

15:20 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" არგენტინელი თავდამსხმელი გაიფორმა

მილანის “ინტერმა” ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც “ნერაძურის” ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელმა ფორვარდმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მარტინესის სანაცვლოდ “რასინგმა” 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო 20 წლის ფეხბურთელი “ინტერში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლაუტარო მარტინესი “ინტერის” მორიგი ახალვწეულია რაჯა ნაინგოლანის, კვადვო ასამოასა და სტეფან დე ვრეის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110642