ჩოგბურთი

13:26 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა

უიმბლდონის 2-გზის (2011,2014) ჩემპიონმა და ტურნირის მთავარმა ფავორიტმა პეტრა კვიტოვამ მოულოდნელად პირველსავე წრეში წააგო. პეტრამ მსოფლიო რეიტინგის 50-ე ნომერთან ალექსანდრა სასანოვიჩთან 4:6, 6:4, 0:6 დამარცხდა. მატჩი ორ საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 3:3-ზე სასანოვიჩმა ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში პეტრამ მატჩში გარდატეხის შეტანა მოახერხა და უკეთე თამაში დაიწყო - 6:4 მოიგო. ბოლო მესამე სეტში ჩეხმა ალბათ, კარიერაში ყველაზე ცუდი სეტი ჩაატარა და მშრალზე წააგო. ბოლოს კვიტოვამ სეტი ნოლზე როდის წააგო, ალბათ არც თვითონ ახსოვს. პეტრა უიმბლდონის პირველ წრეში პირველად დამარცხდა.

0.118136