თამაშგარე

10:29 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამუნდიალე ლუდის მგროვებელი ბრიტანელი ქომაგი

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობა ცხადია მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ეს ტურნირი ბევრი საინტერესო ადამიანისათვის საკუთარი ფანტაზიების ყველასთვის გაზიარების საშუალებაც გახდა. ფეხბურთისადა ლუდის მოყვარულმა ბრიტანელმა ქომაგმა, გუს კოლინზმა ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე, მიზნად დაისახა მუნდიალის მონაწილე 32-ვე გუნდის ქვეყნის ლუდი ეშოვა და როდესაც რომელიმე ეს ნაკრები ჩემპიონატიდან გამოვარდებოდა, იმ ქვეყანაში წარმოებული კონკრეტული ლუდი მხოლოდ მაშინ დაეგემოვნებინა.

ამ უცნაური ადამიანისათვის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებში წარმოებული 32 ლუდის შოვნა ნამდვილად არ იყო ადვილი, რადგან გარდა ლუდის ტრადიციულად მწარმოებელი ქვეყნებისა, როგორც იცით საფეხბურთო მუნდიალზე ისლამური ქვეყნებიც მონაწილეობენ, სადაც ყველასავის გასაგები მიზეზებით, ლუდის და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების შეძენა ძალიან რთული საქმეა.

როგორც გაირკვა, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ლუდი (თუნდაც მცირე რაოდენობით) არ იწარმოება და ამ კუთხით გამონაკლისი არც მუსლიმური ქვეყნებია. გუს კოლინზმა ლუდების დიდი ნაწილი ინტერნეტით გამოიწერა და რომელთა გამოწერაც სხვადასხვა მიზეზებით შეუძლებელი იყო, დაუკავშირდა იმ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, გადაურიცხა თანხა, აყიდინა კონკრეტული ლუდები და ფოსტით გამოაგზავნინა.

ასე და ამგვარად, ფეხბურთისა და ლუდის მოყვარულმა ადამიანმა შეძლო 32 ლუდის მოგროვება, რომელთაგან ყველაზე ძვირი, 50 ევროდ ღირებული ლუდი საუდის არაბეთიდანაა. ამ ლუდს თურმე ძირითადად არაბეთის სამეფო კარის წევრები მოიხმარენ და უკიდურესად შეზღუდული როდენობით იწარმოება. 32 ლუდს შორის არის ყველასათვის კარგად ცნობილი ბრენდებიც. მაგალითად, გერმანული “კრომბახერი“ და ბელგიური “ლეფე“, თუმცა ცხადია ყოვლად წარმოუდგენელ და უცნაურ ნიმუშებსაც შეხვდებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126075