ფეხბურთი

15:43 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი 1/4 ფინალში დაბრუნებას აპირებას

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მერვედფინალური მატჩი მოსკოვში შედგება, სადაც კოლუმბიისა და ინგლისის ნაკრებები საუკეთესოს გაარკვევენ. სპეციალისტთა მოსაზრებით, ფაფორიტი ინგლისის ნაკრებია, მაგრამ არც სამხრეთ ამერიკელთა ჩამოწერაა მისაღები.

კოლუმბიამ ტურნირი წაგებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მიჯრით ორი თამაში მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე მაინც გავიდა. ინგლისის ნაკრებმა კი, საწყისი ორი გამარჯვების შემდეგ ბოლო ტურში ბელგიასთან მარცხი განიცადა და მეორე ადგილით მოაჰყო თავი პლეი-ოფში.

ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო კოლუმბია სწორედ ამ ეტაპზე დამარცხდა ოთხი წლის წინ და შესაბამისად, ახლაც სურს მინიმუმ იგივე შედეგის ჩვენება.

დღეს კოლუმბიის ნაკრების რიგებში საეჭვოა ხამეს როდრიგესის თამაში, რომელმაც წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ისტორია

ინგლისის ნაკრები კოლუმბიასთან კარგი წარსულით იწონებს თავს: 5 თამაში, 3 მოგება, 2 ფრე და 0 წაგება. ბოლო დაპირისპირება 2005 წლის 31 მაისით თარიღდება და ევროპელებმა მაიკლ ოუენის ჰეთ-თრიქით 3:2 მოიგეს.

წინა 5 მატჩიდან ერთადერთი იყო ოფიციალური ხასიათის. ეს 20 წლის წინ მოხდა, როდესაც ამ გუნდთა გზა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადაიყარა. “სამმა ლომმა” წარმატებას მიაღწია (2:0) და მერვედფინალში გავიდა, ხოლო კოლუმბია ჯგუფში ჩარჩა.

გაყვითლებული ფეხბურთელები

კოლუმბიის ნაკრების რიგებში ყვითელ ბარათს უნდა უფრთხილდნენ ბარიოსი, ხამესი და მოხიკა, რადგან დისკვალიფიკაციის ზღავრზე არიან. ინგლისის ნაკრებში იგივე სახფრთხის წინაშე უოლკერი და ლოფტუს-ჩეკი დგანან.

სავარაუდო შემადგენლობები:

მოსკოვი, 22:00 საათი

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა; არიასი, დ. სანჩესი, იერი მინა, მოხიკა; კ. სანჩესი, ურიბე; კუადრადო, კინტერო, მურიელი; ფალკაო

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი, დელე ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი; სტერლინგი, კეინი

მსაჯი: მარკ გეიგერი (აშშ)

0.177555