კალათბურთი

10:30 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დემარკუს კაზინსი "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ უორიორზი” კიდევ უფრო გაძლიერდა. ESPN-ის ცნობით, ოკლენდელთა ღირსებას დამდეგ სეზონში “ნიუ ორლეან პელიკანსის” აწ უკვე ყოფილი ცენტრი დემარკუს კაზინსი დაიცავს.

27 წლის კალათბურთელმა “გოლდენთან” 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რა დროშიც ანაზღაურების სახით 5.3 მილიონ დოლარს მიიღებს. დემარკუსი გასულ სეზონში “პელიკანსის” რიგებში 48 მატჩში საშუალოდ 25.2 ქულას აგროვებდა. იქამდე კი, 2010-2017 წლების სეზონში “საკრამენტო კინგსის” წევრი იყო.

შეგახსენებთ, “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მთავარი ცენტრი ბოლო 2 წლის განმავლობაში ზაზა ფაჩულია გახლდათ და ქართველი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდა.

სტივ კერის გუნდში კი შეიძლება ითქვას “ოლ სტარის” ხუთეულმა მოიყარა თავი: კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი, კევინ დურანტი, სტეფ კარი და დემარკუს კაზინსი...

0.152317