ფეხბურთი

17:32 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებში კიკე სანჩესს ელოდებიან

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა კიკე სანჩეს ფლორესი გახდეს. გამოცემა Aს-ის ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტი “ფურია როხას” თავკაცის პოსტზე ფავორიტია.

ჯერჯერობით, ესპანეთის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ისევ ფერნანდო იერო ინარჩუნებს, მაგრამ ჩაგდებული მუნდიალის შემდეგ დიდი ალბათობით, მას კარისკენ მიუთითებენ.

კიკე სანჩესის გარდა, სახელდებიან რაფა ბენიტესის, რობერტო მარტინესის, მარსელინიოსა და უნაი ემერის გვარებიც. თუმცა, ფლორესი ფავორიტია.

კიკე სანჩესს ფლორესს აქამდე “ხეტაფე”, “ვალენსია”, “ბენფიკა”, “ატლეტიკო”, “ალ აჰლი”, “ალ აინი”, “უოტფორდი” და “ესპანიოლი” გაუწვრთნია, ხოლო ამჟამად უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს მერვედფინალიდან დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111821