ფეხბურთი

15:22 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" უმწვრთნელოდ

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” ისევ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბადრი კვარაცხელიამ თანამდებობის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა, “სამტრედიამ” კი მეორე მწვრთნელი შეიცვალა – მეხუთე ტურამდე გუნდს უჩა სოსიაშვილი წვრთნიდა, ხოლო მას მერე კვარაცხელია.

იმერლები 17 ტურის შემდეგ 9 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე არიან და პირველი ტურის მერე არ მოუგიათ. ამასთან, ევროტურნირების გამართვის დროც მოვიდა, სადაც “სამტრედია” ყაზახურ “ტობოლს” დაუპირისპირდება.

0.143624