ფეხბურთი

11:16 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "მბაპე რონალდოზე სწრაფია"

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა არგენტინასთან მოგებული მერვედფინალური მატჩის შემდეგ კილიან მბაპეს და ბრაზილიელი რონალდოს შედარების შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

"ხალხს უყვარს ფეხბურთელების შეფასება. ორივე შეტევის ხაზში თამაშობდა, ესე იგი შეიძლება მათი შედარება. რონალდო იყო სწრაფი, მბაპე კი უფრო სწრაფია. რონალდო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და კილიანს მას ნუ შევადარებთ, რადგან ჯერ 20 წლისაც არაა. ბედნიერი ვარ, რომ მბაპე გუნდში მყავს, მას პროგრესის დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე დაამტკიცა." - განაცხადა დეშამმა.

საფრანგეთმა არგენტინა მერვედფინალში 4:3 დაამარცხა. "მამლების" რიგებიდან კი ორი გოლის ავტორი პსჟ-ს შემტევი კილიან მბაპე გახდა.

0.1195