ფეხბურთი

18:22 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" ნაგატომო გამოისყიდა

სტამბულის “გალათასარაიმ” მილანის “ინტერიდან” იაპონელი მცველი იუტო ნაგატომოს სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. როგორც “ლომების” ვებგვერდი იტოყბინება, აზიელ ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება “ინტერს”, მილანელებმა 31 წლის იუტოს სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო მიიღეს.

ნაგატომო “ინტერში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი “გალათასარაიში” იჯარით გაატარა და თურქული გუნდის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა. გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად იაპონიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110871