ფეხბურთი

3:04 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ “ჩავესში” გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ჩავესმა” პორტუგალიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში შარშან წარმატებულად ითამაშა და 47 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ებრალიძეს – 26 წლის ჩვენებური ნახევარმცველი გასულ სეზონში ქვედალიგელ “ვიზეუში” გამოდიოდა, რომლის რიგებში 32 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მანამდე კი, სხვა და სხვა პერიოდში “ოლივეირენსესა” და “ჟილ ვისენტეს” ღირსებას იცავდა. ებრალიძეს საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.121169