ფეხბურთი

23:40 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალბიოლმა "ნაპოლისთან" გაახანგრძლივა

ესპანელმა ფეხბურთელმა რაულ ალბიოლმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ესპანელი მცველი ნეაპოლურ გუნდში 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. მას შემდეგ რაულმა 210 შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალბიოლმა "ნაპოლისთან" ერთად იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.

0.111832