ფეხბურთი

18:50 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეკერმანი ხამესზე: "ეს არასასიამოვნოა"

კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა ხამეს როდრიგესის ტრავმის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდის ლიდერი სენეგალთა მატჩის 30-ე წუთზე შეცვალა.

“ჩვენთვის ეს არასასიამოვნოა. ამჟამად არაფერი ვიცი ხამესის მდგომარეობის შესახებ. თამაშამდე ის სრულიად ჯანმრთელი იყო და ტრავმის ნიშნები არ ჰქონდა”, - განაცხადა ნამატჩევს პეკერმანმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და მერვედფინალში 3 ივლისს, ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114169