ფეხბურთი

1:10 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერი: "არცერთ თამაშში ნამდვილი გერმანია არ ყოფილა"

გერმანიის ნაკრების კაპიტანი მანუელ ნოიერი მიიჩნევს, რომ მუნდიალზე ჩატარებულ მატჩებში ნამდვილი გერმანია გულშემატკივარს არ უნახავს. “ბუნდესნაკრების” მეკარის აზრით, წარუმატებლობის მიზეზიც ესაა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დავმარცხდით. სამი მატჩიდან ნამდვილი გერმანია არცერთში გვინახავს”, - თქვა ნოიერმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან 0:2 წააგო, ქვეჯგუფში 3 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზე გავიდა. “ბუნდესნაკრები” დიდი ტურნირების პლეი-ოფში 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115626