ფეხბურთი

16:11 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაბი კეიტა ჯერარდის ნაკვალევზე

ინგლისურმა “ლივერპულმა” გვინეელი ნახევარმცველი ნაბი კეიტა წარადგინდა. “ლაიფციგის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი “ენფილდ როუდზე” 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც 2015 წლიდან “ლივერპულში” არავის ჰქონია.

“წითლების” ღირსებას 8 ნომრით ლეგენდარული სტივენ ჯერარდი იცავდა, რომელმაც კლუბი 2015 წელს დატოვა. ნაბის მაისური თავად ჯერარდმა გადასცა:

“ჩემთვის საოცარი დღეა. მომცეს 8 ნომერი, ამას არ ველოდი და სიურპრიზი იყო. როდესაც ის შემოვიდა, გავოცდი, რადგან ჯერარდი ლეგენდაა. ესაა ადამიანი, რომელიც ყოველთვის პატივისცემას იმსახურებს. მისი ნომრით თამაში ჩემთვის მოტივაცია იქნება”, - თქვა კეიტამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნაბი კეიტა აქამდე “ზალცბურგისა” და “ლაიფციგი” რიგებში თამაშობდა. გერმანულ გუნდში ორ წელიწადში 71 თამაშში 17 გოლი გაიტანა.

0.140546