ფეხბურთი

2:11 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მარადონას მიღწევა გაიმეორა

ლიონელ მესიმ დიეგო არმანდო მარადონასა და გაბრიელ ომარ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა. საქმე ისაა, რომ ნიგერიასთან (2:1) გატანილი გოლის შემდეგ მესი გახდა ისტორიაში მესამე არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც სამ სხვა და სხვა მუნდიალზე გოლი გაუტანია.

ლიონელმა 2006 (1 გოლი), 2014 (4) და 2018 წლებში (1) მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება.

მარადონამ იგივე 1982 (2 გოლი), 1986 (5) და 1994 წლებში (1), ხოლო ბატისტუტამ 1994 (4 გოლი), 1998 (5) და 2002 წლებში (1) მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111758