ფეხბურთი

1:57 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის "ღია კარის დღეები" დაცვაში

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. თუმცა, “ფურია როხას” თამაში საკმაოდ არასტაბილურია. მეტწილად დაცვაში, რადგან ესპანელებმა სამ მატჩში 5 გოლი გაუშვეს.

საინტერესოა, რომ უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ესპანეთმა ბოლო 6 თამაშში 12 გოლი გაუშვა და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 18 სამუნდიალო მატჩში (2014 წელს 7 გოლი, 2018 წელს 5 გოლი).

შეგახსენებთ, ესპანეთმა B ჯგუფში 5 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 2 ფრე), პორტუგალიას მეტი გატანილი გოლით აჯობა და პირველ ადგილზე გავიდა. შედეგად, ფერნანდო იეროს გუნდი 1/8 ფინალში მასპინძელ რუსეთს შეხვდება.

0.111099