სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

14:27 | 24.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ყავახანები ლესელიძეში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფეხბურთი არამხოლოდ სიხარულია. ფეხბურთი ფიქრის, განსჯისა და გულისხეთქვის თამაშიცაა და ეს ყველაზე კარგად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩანს. საფიქრალი და სადარდებელი კი ყველას თავისი აქვს და რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებთ არგენტინელი ქომაგების ფიქრებს ისლანდიასთან მატჩისას და გერმანელი გულშემატკივრების ცრემლებს მექსიკის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ.

საერთოდ ისე ხდება ხოლმე, რომ მუნდიალებზე გულშემატკივრები ჯგუფებად - გუნდ-გუნდად ჩადიან და ეს “კუტოკურობა“ ყველა დიდ ჩემპიონატს უხდება. თუმცა, მსოფლიოს სპორტულმა პრესამ უკვე შენიშნა ბოლო წლების ერთი შეხედვით უცნაური ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ თანდათან მომრავლდნენ ე.წ. მარტოსული ქომაგები, რომელებიც ევროპისა თუ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე სრულიად მარტონი დადიან და ეს მათთვის უფრო მეტი სიტკბოებაა, ვიდრე თანამემამულეებთან ერთად ღამეული ღლაბუცობები..

ისე კი, წარმოსადგენად ალბათ მაინც ღირს ის ბრიტანელი ან თუნდაც კოსტა რიკელი ქომაგი, რომელიც სამუნდიალე თანხას მთელი წელი ან წლები აგროვებდა, მერე დაჯდა მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში და საკუთარ თავს მარტომ მოუწყო ზეიმი, სიხარული, გართობა, ფესტივალი, ფიესტა. რა ფიქრი უნდა ტრიალებდეს ასეთი კაცის თავში და რა გუნებაზედ უნდა იდგას - მაგას ნამდვილად ვერ გამოვიცნობთ, მაგრამ საპრობლემოც რა არის? რატომაც არა?! ჩვენს დროში ასეთები აბა როგორ უნდა გავიკვირდეს?!

ამასწინათ, მეგობარი მეუბნებოდა, არც კი ვიცი რა ხასიათზე შეიძლება იდგეს ინგლისის ნაკრების ფანი რომელმაც მთელს ევროპის კონტინენტს გადაუფრინა ინგლისის ნაკრებისთვის რომ ექომაგაო. ამ კაცს ცხოვრებაში რა არ უნახავს და რა არ გამოუცდია, მაგრამ აბა რა გუნებაზე დადგებოდა, როდესაც ლონდონიდან ან ლივერპულიდან პირდაპირ ვოლგოგრადში ამოყოფდა თავს, სადაც საპელმენეებში ჯერ ისევ ზანტად ტრიალებს საბჭოეთის დროინდელი ვინტილატორების პროპელერები, რომლებზეც ბუზები ბატონკაცურად სხედან და კაცი ვერ გაიგებს, ამ დანადგარმა როგორ შეიძლება ადამიანი გააგრილოსო.

და მაინც, ფეხბურთი გულშემატკივრებისთვის მოგონილი თამაშია და რამდენიც არ უნდა იძახოს ლეო მესიმ - მე მხოლოდ საკუთარი მუღამისა და სიამოვნების გამო ვთამაშობო, ინჩასის სტვენას მაინც ვერავინ გაქცევია და ალბათ არავის უფიქრია, რომ ეს უმნიშვნელოა. ერთი პოლ გასკოინს გავიხსენებთ, რომელსაც გულრწფელად არ ანაღვლებდა არავინ და არაფერი და უგულვებელყოფა რომ საბოლო ჯამში ორმხრივია - ეს იმ ჩვენმა ტკბილ-მწარე პოლმაც მწარედ გამოსცადა.

ჩვენ ხომ ბოთეები არ ვართ რომ ვიკითხოთ, რატომ არიან რუსეთის მუნდიალზე ასე ცოტა აფრიკელი ქომაგები და რატომ მძლავრობენ სკანდინაველები და ბრიტანელები... ეს კითხვები აბა როგორ უნდა გაგვიჩნდეს ქვეყანაში, სადაც კაი კოხტა კონსერვის ქარხნის დამლაგებელს (ყველა დამლაგებელს ჩვენი მოფერება და პატივისცემა) პედაგოგზე მეტი ხელფასი აქვს. მაგრამ თუ მაინცდამაინც გავჯიქდებით და გაკვირვებას მოვინდომებთ, უპირველესად ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ შვეიცარიელი გულშემატკივრები ბრაზილიელ ქომაგებზე ფიცხნი გამოდგნენ და ბევრს ბრაზილიელ ქომაგთა გადარეულობაზე ალბათ წარმოდგენებიც კი შეეცვალა და გადაუფასდა.

ჩვენ... ჩვენ რა? ჩვენ წესით ლესელიძეში ზღვისპირა ძველ ყავახანებში უნდა ვისხდეთ და სოჭიდან ბურთზე ფეხების ბრაგაბრუგი გვესოდეს მაგრამ ალბათ ისიც აღარ გვახსოვს დარჩა კი ლესელიძეში ძველი ყავახანები?...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.1275
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X