ფეხბურთი

19:35 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატეო კოვაჩიჩს "რეალის" დატოვება უნდა

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი მადრიდის “რეალის” დატოვებას აპირებს. როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა, მისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია და ესპანეთში ამის შანსი არ გააჩნია.

“მადრიდში უფრო მეტი დროის მინდორზე გატარება მინდა, რადგან ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ “რეალში” ეს რთულია. მესმის სიტუაციის და ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი სხვა კლუბში წასვლა იქნება, სადაც უფრო მეტი სათამაშო დრო მექნება.

თუ არ ვითამაშებ, ჩემს პოტენციას ვერ ვაჩვენებ, ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კარგი არაა და ამით ბედნიერი არ ვარ. მოვიგე ტიტულები, მყავს შესანიშნავი თანაგუნდელები, მაგრამ მინდა ამ სიტუაციის შეცვლა”, - განაცხადა კოვაჩიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მატეო კოვაჩიჩი “რეალში” 2015 წელს, მილანის “ინტერიდან” გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და მხოლოდ შეცვლებზე უწევს თამაში. ლა ლიგაში დღემდე 73 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

0.109473