ფეხბურთი

1:55 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას "ლუცერნმა" მწვრთნელი შეიცვალა

ვაკო გვილიას “ლუცერნს”, რომელიც ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც შვეიცარიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რენე ვეილერი იმუშავებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

44 წლის სპეციალისტმა გერარდო სეოანე შეცვალა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ პოსტი დატოვა.

რაც შეეხება ვეილერს, თავის დროზე “სენტ გალენში”, “შაფჰაუზენში”, “აარაუსა” და გერმანულ “ნიურნბერგში” უმუშავია. ბოლოს კი, ბრიუსელის “ანდერლეხტის” მთავარი მწვრთნელი იყო.

ჩვენის მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ რენე ვეილერისთვის ვაკო გვილია ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ფეხბურთელი იქნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11539