ფეხბურთი

15:07 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეჰდი ბენატია: "რონალდუ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ..."

მაროკოს ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” მცველი მეჰდი ბენატია მიიჩნევს, რომ პორტუგალიასთან მისი გუნდი მსაჯმა დაჩაგრა. 31 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მაროკო პატივისცემას იმსახურებდა.

გარდა ამისა, ბენატიამ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა და პორტუგალიელი მსაჯზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

“ყველამ ვიცით, რომ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მას მოსწონს მსაჯებზე ზეწოლა, პროტესტი. ჩემი გუნდი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა, რამდენიმე ჯარიმა არ დაგვინიშნეს, შესაძლოა, პენალტებიც. ვიცი, რომ ეს გეიგერისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ...

კრიშტიანუს მცირე შანსიც სჭირდება იმისთვის, რომ გაიტანოს. თუ მთლიან თამაშს შევხედავთ, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, ისევე როგორც “იუვენტუსთან” 90 წუთში (მადრიდულ მატჩში – რედ). ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბურთთან ყოველი შეხებით ჩვენთვის საფრთხე არ შეუქმნია”, - განაცხადა ბენატიამ.

შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრებმა ორივე თამაში წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. კრიშტიანუ რონალდუ კი 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

0.114098