სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:37 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის წარდგენა: სტაბილური "ბეითარი"
იერუსალიმის "ბეითარი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საჩხერის “ჩიხურა” ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იერუსალიმის “ბეითარს” დაუპირისპირდება. “ბეითარი” 2017-2018 წლების სეზონში ისრაელის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზური გაიფორმა. ვეცდებით, ებრაული გუნდი უფრო ახლოს გაგაცნოთ:

ისტორია

“ბეითარი” საკმაოდ სახელოვანი ისტორიით იწონის თავს და სამშობლოში ერთ-ერთ წარმატებულ გუნდად მიიჩნევა. “დედაქალაქელმა ლომებმა” (მეტსახელი) ისრაელის ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ მოიპოვეს. მათ შორის, ბოლოს 2007-2008 წლების სეზონში, ხოლო იქამდე 2006-2007 წლების სეზონშიც იჩემპიონა. ისრაელის თასი შვიდჯერ აქვს მოგებული (უკანასკნელად 2009 წელს), ხოლო ისრაელის სუპერთასს ორჯერ შესწვდა.

82-წლიან ისტორიას ითვლის, რადგან 1936 წელს დაარსდა. გარდა ზემოხსენებული 6 ჩემპიონის ტიტულისა, “ბეითარი” ასევე 6-ჯერ მეორე ადგილზე გავიდა ისრაელის ჩემპიონატში, ხოლო ოთხჯერ მეორე დივიზიონიდან უმაღლესში აღზევდა.

“ბეითარი” ევროპაში

“ბეითარს” ევროსარბიელზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ბოლო წლებში ფაქტობრივად, მუდმივად ასპარეზობს. პირველად 1993-1994 წლების სეზონში გამოჩნდა ევროპაში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე “ზიმბრუ” დაამარცხა (2:0, 1:1), თუმცა მერე “ლეხთან” განადგურდა (2:4, 0:3).

აქედან მოყოლებული “დედაქალაქელი ლომები” ევროსარბიელზე თითქმის ყოველთვის ახერხებენ გაღწევას, თუმცა ეგაა, რომ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ყველაზე დასამახსოვრებელი 2016-2017 წლების სეზონი და ევროპა ლიგის გათამაშება გამოდგა, როდესაც “ბეითარმა” მიჯრით სამი ეტაპი გაიარა და პლეი-ოფს უწია. ებრაეულმა გუნდმა “სლობოდა” (1:0, 0:0) დაამარცხა, რასაც “ომონიასთან” გამარჯვება მოჰყვა (1:0, 2:3), ხოლო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ “იელგავას” აჯობა (3:0, 1:1). “ბეითარი” ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ პლეი-ოფში გაცილებით ძლიერ “სენტ ეტიენთან” ვერაფერს გახდა. თუმცა, ფრანგებს ბოლომდე ებრძოლა და ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო (1:2, 0:0).

“ბეითარი” ევროპა ლიგაზე გასულ სეზონშიც გამოდიოდა და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგურული “ვაშაში” დაამარცხა (4:3, 3:0), მაგრამ მეორე ეტაპზე ბულგარულ “ბოტევთან” განადგურდა (1:1, 0:4).

“ბეითარი” და საქართველო

“ბეითარი” ქართული ფეხბურთისთვის უცხო გუნდი არაა. 2000-2001 წლების სეზონში უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მას “ვიტ ჯორჯიასთან” მოუწია ურთიერთობის გარკვევა. სამწუხაროდ, მაშინ “ვეტერინარებმა” მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დამარცხდნენ (1:1, 0:3).

აწმყო

“ბეითარმა” 2017-2018 წლების სეზონში ისრაელის ჩემპიონატში ჩატარებული 36 მატჩიდან 20 მოიგო, 8 ფრე ითამაშა, 8 წააგო, გაიტანა 75 და გაუშვა 51 გოლი. დააგროვა 68 ქულა და ჩემპიონი ბეერ შევას “ჰაპოელს” 12 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ “დედაქალაქელ ლომებს” უკვე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (2 ფრე, 4 წაგება). “ჩიხურას” მომავალმა მეტოქემ ბოლოს 23 აპრილს იმარჯვა, როდესაც სტუმრად ჰაიფას “ჰაპოელი” 1:0 დაამარცხა.

კონტიგენტი

“ბეითარის” შემადგენლობა ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთებელითაა დაკომპლექტებული. თუმცა არიან ლეგიონერებიც. სხვათა შორის, ორი სახელოვანი გვარის წარმომადგენელია საფეხბურთო კუთხით: ანტუან კონტე და გაეტან ვარანი. ორივე ფრანგია და კონტე ჯაბა კანკავას თანაგუნდელიც იყო “რეიმსში”. რაც შეეხება ვარანს, ძირითადად სწორედ ისრაელში ირჯებოდა და ბოლოს სამშობლოში “ბასტიას” ღირსებას იცავდა 2013 წელს.

უნდა გამოვყოთ ვეტერანი ესპანელი მცველი კარლოს კუელარი, რომელსაც სახელოვანი კარიერა ჰქონდა. 36 წლის პირინელს თავის დროზე “ოსასუნაში”, “რეიჯერსში”, “ასტონ ვილაში”, “სანდერლენდში”, “ნორვიჩსა” და “ალმერიაში” უთამაშია. ეს 2016 წლამდე, ხოლო ბოლო ორი სეზონი მან ისრაელში გაატარა და “ბეითარის” ახალწვეულია.

“ჰოფენჰაიმის” ყოფილი მცველი, გერმანელი მარსელ ჰაისტერიც გამოსარჩევია და ერიკ საბო. ეს უკანასკნელი სლოვაკი ნახევარმცველია, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრია და 15-ჯერ მოურგია სლოვაკთა მაისური. ის ბერძნული პაოკ-იდან იჯარით თამაშობს “ბეითარში”. ერიკ საბო ქართველი გულშემატკივრებისთვისაც ცნობილია – 2 წლის წინ, მისი “დინამო” თბილისში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. სწორედ მაშინ, “დინამოს” ნაცვლად პაოკ-მა ის “ბეითარში” გაანათხოვრა.

გუნდის ლიდერია ბრაზილიელი ნახევარმცველი კლაუდემირი, რომელიც გუნდში უკვე 2014 წლიდან თამაშობს. მანამდე სამშობლოში გამოდიოდა. მისი თანამემამულეა პაულინიო, რომელიც ერთი წლის წინ ჩაირიცხა “ბეითარში”.

მწვრთნელი

“ბეითარს” ახალი მწვრთნელი ჰყავს გუი ლუზონის სახით. მან მთავარი მწვრთნელის პოსტი 27 მაისს ჩაიბარა, ხოლო იქამდე გუნდს ბენი ბენ ზაკენი წვრთნიდა. რაც შეეხება 42 წლის ლუზონს – ძირითადად სამშობლოში აქვს ნამუშევარი, მაგრამ 2013-2014 წლებში ლიეჟის “სტანდარტს”, ხოლო 2015 წელს ინგლისური “ჩარლტონ ატლეტიკს” ავარჯიშებდა.

სტადიონი

“ბეითარის” საშინაო არენა “ტედი სთედიუმია”, რომლის მშენებლობა 1990 წელს დაიწყო და ორ წლის თავზე გაიხსნა. აღნიშნული არენა 31 733 ადამიანზეა გათვლილი და უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონია.

ამ სტადიონზე “ბეითარი” 1992 წლიდან თამაშობს, თუმცა მის გარდა 3 გუნდისთვის მიიჩნევა საშინაო არენად: “ჰაპოელი” (1992 წლიდან), “ჰაპოელ კატამონი (2011 წლიდან), “ბეითარ ნორდია” (2016 წლიდან). გარდა ამისა, ისრაელის ნაკრები 2014 წლიდან საშინაო თამაშებს სწორედ “ტედი სთედიუმზე” ატარებს.

და ბოლოს, შეგახსენებთ, “ჩიხურა” “ბეითარს” 12 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ იერუსალიმში ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111809
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X