ფეხბურთი

2:07 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" მწვრთნელი: "ტორპედოს" არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ქართველებს შეტევა უყვართ"

ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის “შერიფი” იქნება. წილისყრა შეაფასა მოლდოვის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გორან საბლიჩმა.

ხორვატმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ წილისყრით კმაყოფილია და მეტოქეს არ იცნობს. გარდა ამისა, საბლიჩის განცხადებით, ყველა მეტოქე სერიოზულია და გამონაკლისი არც “ტორპედოა”:

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ყველა მეტოქე სერიოზულია და არც “ტორპედოა” გამონაკლისი. ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ მეტოქეზე ინფორმაცია და მატჩებისთვის სერიოზულად მოვემზადოთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად ყველაფერი გვაქვს.

ჩემს კარიერაში “ტორპედოს” არასდროს შევხვედრილვარ. მაგრამ, ვიცი, რომ ქართველებს შემტევი ფეხბურთი უყვართ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მეტოქეს, რათა თავიდან ავიცილოთ მომდევნო თამაშებში მოწინააღმდეგის შეუფასებლობა.

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს პირველი თამაში სად გაიმართება. მთავარია, რომ მოვემზადოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ ორივე თამაშში”, - განაცხადა საბლიჩმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველი სკავალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10/11 და 17/18 ივლისს გაიმართება. “ტორპედო” “შერიფს” ჯერ ქუთაისში დაუხვდება, ხოლო შემდეგ მოლდოვაში ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113944