ფეხბურთი

22:12 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ტრავმირებულია

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი ტრავმირებულია. Sky Sports-ს ცნობით, “სელესაოს” ლიდერმა ბოლო ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო. მეტიც, საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან 5 წუთში მოედანი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად მძიმეა დაზიანება. თუმცა, ფაქტია, რომ მეორე ტურში მისი თამაში საეჭვოა. ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს, კოსტა რიკის ნაკრებთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ნეიმარმა სწორედ მუნდიალის დაწყებამდე მოირჩინა სერიოზული ტრავმა, რის გამოც 3 თვე გაუცდა. გარდა ამისა, პირველ ტურში შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებმა მის წინააღმდეგ თამაშის წესები 10-ჯერ დაარღვიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117701