ფეხბურთი

14:25 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა. "დინამო თბილისი", რომელიც განთესილი იყო, ურთიერთობას სლოვაკურ "დუნაისკასთან" გაარკვევს. პირველი მატჩი სლოვაკეთში შედგება.

სამაგიეროდ, განუთესავთა შორის იყვნენ "სამტრედია" და "ჩიხურა", რომლებიც ჯერ შინ ითამაშებენ, მერე - სტუმრად. "სამტრედიას" ყაზახურ "ტობოლთან" მოუწევს ძალების მოსინჯვა. აქვე გეტყვით, რომ "ტობოლის" ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და წევრი ნიკა კვეკვესკირი იცავენ.

რაც შეეხება "ჩიხურას" - სოსო ფრუიძის გუნდის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი "ბეითარი" იქნება.

“ჩიხურა” – “ბეითარი” (ისრაელი)

“დუნაისკა” (სლოვაკეთი) – “დინამო”

“სამტრედია” – “ტობოლი” (ყაზახეთი)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 12 და 19 ივლისს გაიმართება.

0.113311