ფეხბურთი

14:10 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე "ტორპედოს" მეტოქე ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ცნობილია. საქართველოს ჩემპიონი მოლდოვის ჩემპიონ ტირასპოლის "შერიფს" შეხვდება.

პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიას" სტადიონზე გაიმართება, ხოლო საპასუხო ერთი კვირის თავზე მოლდოვაში. თუ "ტორპედო" მოლდოველთა ბარიერს დაძლევს, მეორე ეტაპზე უელსურ "ნიუ საინთსა" და მაკედონიურ "შკენდიას" შორის გამარჯვებუსლ შეხვდება.

თავის მხრივ, ქუთათურები მარცხის შემთხვევაშიც ევროსარბიელს არ დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ. ამ შემთხვევაში "ტორპედოს" ფინური "ჰიკისა" და ფარერების წარმომადგენელ "ვიკინგურს" შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩები 10/11 და 17/18 ივლისს გაიმართება.

0.40571