ფეხბურთი

14:51 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" მიხაილოვიჩს ჩააბარეს

ლისაბონის “სპორტინგს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – სინიშა მიხაილოვიჩი. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, სერბმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.

მიხაილოვიჩი, რომელიც ბოლოს “ტორინოში”, ხოლო იქამდე “მილანში”, “სამპდორიაში”, “ფიორენტინაში”, “კატანიაში”, “ბოლონიასა” და სერბეთის ნაკრებში მუშაობდა, ჟუან ჟეზუსს შეცვლის.

“სპორტინგმა” გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, პორტუგალიის თასის ფინალში გავიდა და ამავე ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108655