ფეხბურთი

11:50 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი | სფფ-ში მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

18 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ექვსმა, ეროვნული ლიგა 2-დან ხუთმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან სამმა გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ვიტ ჯორჯია 2 - გაგრა; ტორპედო - რუსთავი; გარდაბანი - შუქურა; მერანი - დინამო თბ; გურია - სამტრედია, ლიახვი ცხ - მეტა; ვიტ ჯორჯია - ჩიხურა; თელავი - დილა.

1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები საზაფხულო შესვენების შემდეგ გაიმართება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

GFF.GE

0.14544