ფეხბურთი

1:36 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროსეზონი იწყება: ქართული კლუბების ხუთ-ხუთი სავარაუდო მეტოქეები
"ტორპედოს", "სამტრედიას", "ჩიხურასა" და "დინამოს" მეტოქეები გახდება ცნობილი

მსოფლიოს ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება, მაგრამ ამასობაში კარს ევროსეზონის დასაწყისიც მოგვადგა. დღეს, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, ხოლო 20 ივნისს, უკვე ევროპა ლიგის წილისყრა შედგება.

უკვე ცნობილია ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, საჩხერის "ჩიხურასა" და “სამტრედიას” ხუთ-ხუთი სავარაუდო მეტოქეები.

ჯერ ჩემპიონზე ვთქვათ: “ტორპედო” განუთესავია შესაბამისად, საკმაოდ ძლიერი მეტოქე ეყოლება. განსაკუთრებით კი, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ავად სახსენებელი, “ყარაბაღი” უნდა გამოვყოთ. ამასთან, ნიქოზიის “აპოელი”.

“ტორპედოს” პოტენციური მეტოქეები:

“აპოელი” (კვიპროსი), “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი), “შერიფი” (მოლდოვა), “ნიუ საინთსი” (უელსი), “ვიდეოტონი” (უნგრეთი)

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო პიველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 10/11 და 17/18 ივლისს გაიმართება.

სამაგიეროდ განთესილთა შორისაა თბილისის “დინამო”, რომელიც ევროპა ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მეტოქის ვინაობა 20 ივნისს გაირკვევა.

ისე კი, შესაძლო 5 მეტოქიდან განსაკუთრებულად არცერთი “ყვირის”.

“დინამოს” პოტენციური მეტოქეები:

“ნიდერკონი” (ლუქსემბურგი), “შირკო ბრიგეი” (ბოსნია), “შკუპი” (მაკედონია), “შტუმბრასი” (ლიეტუვა), “დუნაისკა სტრედია” (სლოვაკეთი)

ამავე ევროპა ლიგაზე ითამაშებს “სამტრედიაც”. ეროვნული ლიგის აუტსაიდერი განუთესავია და მეტად რთული მეტოქე ელოდება. განსაკუთრებით, სლოვენიური “მარიბორი” (2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე).

“სამტრედიას” პოტენციური მეტოქეები:

“მარიბორი” (სლოვენია), “ტრენჩინი” (სლოვაკეთი), “ვიტორული” (რუმინეთი), “ნეფთჩი” (აზერბაიჯანი), “ტობოლი” (ყაზახეთი)

ექვსი სავარაუდო მოწინააღმდეგე ყავს საჩხერის "ჩიხურას" და მათი სახელები საკმაოდ ხმაურიანადაც ჟღერს. საჩხერელთა შესაძლო მეტოქეებში გამოსარჩევია პოლონური "ლეხი" და სოფიის "ლევსკი".

“ჩიხურას” პოტენციური მეტოქეები:

“ლეხი” (პოლონეთი”), “ბეითარი” (ისრაელი), “რადნიჩკი” (სერბეთი), “ლევსკი” (ბულგარეთი), “ირტიში” (ყაზახეთი), “ჟელეჟჩინარი” (ბოსნია)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 12 და 19 ივლისს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 19 ივნისს, თბილისის დროით 14:00, ხოლო ევროპა ლიგის 20 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126759