ფეხბურთი

18:10 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

F ჯგუფში მექსიკა და შვედეთი გალიდერდნენ

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოგებით დაიწყო. იან ანდერსონის გუნდი ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს – 1:0.

მთელი თამაშის განმავლობაში შვედები აშკარად სჯობდნენ მეტოქეს, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად მეტყველებს. გარდა ამისა აზიელებს მთელი 90 წუთის განმავლობაში კარის მიმართულებით არ დაურტყამთ.

უნდა აღინიშნოს სამხრეთ კორეელთა კარის დარაჯის შესანიშნავი თამაში, რომელმაც რამდენიმე ძნელად ასაღები ბურთი მოიგერია.

შეხვედრის 63 წუთზე კიმ ვუ მინიმ საკუთარ საჯარიმოში ვიქტორ კლაესონი წააქცია და შვედებს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება ვიდეო რეფერის დახმარებით მოაპოვებინა. სკანდინავიელების მცველმა ანდრეას გრანკვისტმა სამხრეთ კორეელთა მეკარეს მარცხენა კუთხეში დაურტყა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

საერთო ჯამში მატჩი საკმაოდ ხისტი გამოდგა და 90 წუთის განმავლობაში გუნდები 44ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩის მიწურულს ჰი ჩან ჰანგს გათანაბრების რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117576