ფეხბურთი

17:23 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალინიჩი ნაკრებიდან გაუშვეს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლადკო დალიჩმა იტალიური მილანის ფორვარდს, ნიკოლა კალინიჩს გუნდი დაატოვებინა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ნიგერიასთან (2:0) მატჩი გახლდათ, როდესაც მატჩის მიწურულს 30 წლის შემტევმა მოედანზე შესვლა იუკადრისა და მიზეზად ზურგის ტკივილი დაასახელა.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

აქვე გეტყვით, რომ კალინიჩი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავს და მის ანგარიშზე 42 მატჩში 15 გოლია.

0.112696