კალათბურთი

23:10 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

Junior NBA – GBF ლიგის თბილისის დივიზიონი “ოკლაჰომას” გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა Junior NBA – GBF ლიგის ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. დედაქალაქის დივიზიონში მოსახვედრად მის დაწყებამდე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 6 ადგილისთვის 30 გუნდი იბრძოდა. შესაბამისად, თბილისის დივიზიონში საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდები მოხვდნენ და თამაშებმაც საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა.

გამართული 8 მატჩიდან 6-6 მოიგეს “ზაზა 1-მა” (ოკლაჰომა) და “იბერმა” (იუტა). პირველი ადგილი ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით “ოკლაჰომას” ერგო, რომელსაც “იუტასთან” ჩატარებულ 2 მატჩში ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდა. ეს ორივე გუნდი გავიდა პლეი ოფში. მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს “ჰიუნდაი – პორტლენდს”, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში თითო კონფერენციიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გავა. კონფერენციები კი ასეა განაწილებული:

ერთ მხარეს არიან თელავის, რუსთავის და თბილისის დივიზიონები, ხოლო მეორე კონფერენციაში გორის, ქუთაისისა და ბათუმის დივიზიონები. თითო დივიზიონიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა, რომლებსაც 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. პლეი ოფში გუნდები ნბა-ს ანალოგიურად დაწყვილდებიან.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18084