ფეხბურთი

12:51 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა კონტე დაბლოკა

მადრიდის “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგია, რომელმაც გუნდის რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა. თუმცა, როგორც El pais-ი წერს, ის “სამეფო კლუბის” მესამე არჩევანი იყო.

ფლორენტინო პერესი თავდაპირველად მასიმილიანო ალეგრის დაუკავშირდა, თუმცა იტალიელმა ტურინის “იუვენტუსში” დარჩენა ამჯობინა და პერესმაც მეორე სვლა გააკეთა – ალეგრის თანამემამულე ანტონიო კონტეს დაყოლიება დააპირა.

წყაროს ცნობით, “რეალის” პრეზიდენტმა კონსულტაციები გუნდის კაპიტან სერხიო რამოსთანაც გაიარა, რომელმაც კონტეს “ბლანკოსში” დანიშვნის საკითხი დაბლოკა. როგორც ირკვევა, რამოსი “ჩელსის” ესპანელ ლეგიონერებსა და დიეგო კოშტას დაუკავშირდა, მათგან კი იტალიელის თაობაზე ნეგატიური ინფორმაცია მიიღო.

მადრიდული გამოცემა გვამცნობს, რომ სწორედ რამოსის ძალისხმევით არ გაკეთდა არჩევანი კონტეზე და საბოლოოდ “რეალი” ლოპეტეგის ჩააბარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10981