ფეხბურთი

14:45 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მილინკოვიჩ-სავიჩის მამა: "სერგეისთვის "იუვენტუსი" იდეალური გუნდია"

რომის “ლაციოსა” და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩზე ტაციაობაა. 23 წლის ფეხბურთელს ევროპული გრანდები იწვევენ, მათ შორის, ერთ-ერთი ტურინის “იუვენტუსია”.

ნიჭიერი ფეხბურთელის მამა, ნიკოლა მილინკოვიჩ-სავიჩი კი შვილს სწორედ “ბებერი ქალბატონის” რიგებში გადასვლას ურჩევს. როგორც მან Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, “იუვე” იდეალური ვარიანტია:

“სერგეისთვის “იუვენტუსი” იდეალური გუნდი იქნება და ეს მას უკვე ბევრჯერ ვუთხარი. ტურინში დიდი გუნდია, რომელიც წლებია დომინირებს და ჩინებული შანსი მიეცემა, რომ გაიზარდოს. რომში გატარებული სამი წლის შემდეგ, კარგად იცნობს იტალიის ჩემპიონატს და ენაც ისწავლა. “იუვენტუსში” ითამაშებს ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც დიბალა და დუგლას კოშტა არიან. ტურინში მოიგებს სკუდეტოს, იტალიის თასს და თუ ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვებს, ოქროს ბურთის პრ. ედენდენტიც გახდება. რატომაც არა? “იუვენტუსი” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყოველთვის შორს მიდის”, - განაცხადა ნიკოლამ.

აღსანიშნავია, რომ “ლაციო” მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა, ეს თანხა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დასახელდა. ახლა კი, სავიჩი სერბეთის ნაკრების რიგებში მუნდიალზე თამაშობს და პირველ ტურში კოსტა რიკასთან გამორჩეულად ითამაშა. დიდი შანსია, მუნდიალის მერე მისი ფასი გაიზარდოს კიდეც... აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსის” გარდა, სერბის შეძენის სერიოზულ სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1347