სხვა

16:21 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მასკერანო ბუენოს აირესი-2018-ის ელჩია

არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო, რომელიც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდიასთან მატჩისთვის ემზადება, ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ელჩად დასახელდა.

„ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ელჩად დანიშვნა ჩემთვის უდიდესი პატივია, - ამბობს არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (143) რეკორდსმენი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მასკერანო, - ვეცდები საკუთარი გამოცდილება და სპორტის ღირებულებები გავუზიარო ახალგაზრდა ათლეტებს."

ბუენოს აირესის ახალგაზრდული თამაშების ელჩებად ასევე შერჩეულნი არიან ცურვაში სამხრეთაფრიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ჩად ლე კლო, არგენტინელი ოლიმპიური ჩემპიონი კალათბურთში ლუის სკოლა და ბალახის ჰოკეიში ორი ვერცხლისა და ამდენივე ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი, არგენტინელი ლუსიანა აიმარი.

geonoc.org.ge

0.121348