ფეხბურთი

0:53 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ ნიგერია დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა ნიგერიის ეროვნული გუნდი 2:0 დაამარცხა. ზლატკო დალიჩის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში სამი ქულით გალიდერდა.

32-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მიმართულება მარიო მანჯუკიჩმა შეუცვალა და ამ დროს ოგენეკარო ეტებომ ავტოგოლი მიითვალა. პირველ ნახევარში ხორვატია აქტიურობდა, ბურთი ფლობის უპირატესობა ჰქონდა და მომენტებსაც ქმნიდა. მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა კუთხურიდან ბურთი ჩააწოდა და საჯარიმოში ნიგერიელმა მანჯუკიჩი თამაშის წესების დარღვევით გააჩერა, შედეგად პენალტი დაინიშნა და მოდრიჩმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

შემდეგ შეხვედრას ნიგერია ისლანდიასთან გამართავს, ხოლო ხორვატიას მნიშვნელოვანი მატჩი ექნება ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, არგენტინის ეროვნულ გუნდთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112276