ფეხბურთი

20:52 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერუმ პირველ ტაიმში დანიის დამარცხება ვერ შეძლო (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის ორიგი შეხვედრა იმარტება სარანსკში, სადაც დანიის და პერუს ეროვნულ გუნდებს შორის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. სამხრეთამერიკელებს შანსი ჰქონდათ შესვენებაზე უპირატესობით გასულიყვნენ, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენეს.

შეხვედრა პერუს უპირატესობით დაიწყო და მერვე წუთზე იოშიმა იოტუნმა შორიდან დაარტყა ძლიერად, შმეიხელს კი ბურთი ხელებში მიუვიდა. მე-13 წუთზე დანიელთა შეცდომის შემდეგ კონტრშეტევაზე ანდრე კარილიო წავიდა, ერთ მეტოქეს გაცდა საჯარიმოსკენ მისადგომებიდან კასპერ შმეიხელს შორეულ კუთხეში დაურტყა, თუმცა "ლესტერის" მეკარემ დანია გადაარჩინა.

29-ე წუთზე კარილიომ ფარფანი პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა სიმონ კიაერი მოსკოვის "ლოკომოტივის" თავდამსხმელს ჩაუწვა და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კრისტიან ერიქსენმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ცოცხალ კედელს მოარტყა, დამატებაზე კი ლასე შიონემ სუსტად დაარტყა და მეკარეს ბურთის მიღება არ გაუჭირდა. ერთ წუთში ტომას დელეინის შორეული გასროლის შემდეგ საჯარიმოში ბურთს იუსუფ პოულსენი ჩაუწვა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

45-ე წუთზე პოულსენმა კრისტიან კუევა საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ვიდეორეფერის საშუალებით კი ბაკარი გასამამ პენალტი დანიშნა. კუევამ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი არავის დაუთმო, თუმცა კარს დიდი მანძილით ააცილა და საბოლოოდ 45 წუთის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 0:0 დაფიქსირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114183