ფეხბურთი

18:22 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის "რეალიდან" წასვლამ ბეილის გეგმები შეცვალა

მადრიდის “რეალის” უელსელი თავდამსხმელი გარეთ ბეილი კლუბში დარჩენას გეგმავს. გადაწყვეტილება 28 წლის გარემარბმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც ზინედინ ზიდანმა “სამეფო კლუბი” დატოვა.

ESPN-ს ინფორმაიით ფეხბურთელს სურს მადრიდული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს და ახალი მწვრთნელის იმედი აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ბეილს მიმდინარე კონტრაქტი “რეალთან” 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბი მის გაყიდვას გეგმავდა. უელსელის მიმართ დიდ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115825