კალათბურთი

2:50 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "რეალთან" დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ანგარიში გათანაბრდა. “რეალმა” “ბასკონია” მეორე შეხვედრაში დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. თუმცა, მესამე პერიოდი “სამეფო კლუბმა” დიდებულად ჩაატარა და მატჩის ბედიც ხსენებულ ათწუთეულში გადაწყდა – 31:13. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით მეოთხედში ვიტორიელებმა ჩამორჩენა შეამხირეს, მარცხისგან თავი ვერ დაიხსნეს – 91:98.

სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც მხოლოდ 15:27 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველის მონაგარმა მხოლოდ 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი შეადგინა.

თორნიკემ 3 ორქულიანი ვერ ჩააგდო, 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი ოდენ 4 შეადგინა...

სერიის მესამე შეხვედრა 17 ივნისს, ვიტორიაში გაიმართება.

“რეალი” – “ბასკონია” 98:91 (28:33, 24:19, 31:13, 15:26)

0.113618